საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში
ჟენევაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილი ცოტა ხნის წინ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა. განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას როგორც ვაჭრობის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეფორმებში.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით ჟენევიდან.