საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში

ევროკომისიისგან დავალებული 12 პუნქტის შესრულების საკითხი განიხილება ბუქარესტში.

რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტი ხვალ კოტროჩენის სასახლეში დახვედრის ცერემონიით იწყება, დაგეგმილია შეხვედრები რუმინელ კოლეგასთან, ხელისუფლების სხვა პირებთან, ასევე პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან. ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაც უნდა გაფორმდეს.

„მოამბე“ ბუქარესტშია, – ნათია ქენქაძე აშუქებს ვიზიტს.