საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

15:12, 21.01.2021

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა პირველი შეხვედრა უკვე გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.  შეხვედრა გაიმართა ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან. ხვალ კი, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, გათვალისწინებულია მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებების გაკეთება. დაგეგმილია შეხვედრები ასევე ბელგიის მეფესა და კულტურული ფესტივალის  წარმომადგენლებთან.

მსგავსი