მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტსა და გაერო-ს ასამბლეაზე დაგეგმილ სიტყვით გამოსვლას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა ვერ იქნება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რა აქვს სათქმელი მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ს ხელისუფლებისთვის.
ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ვიზიტი და დაგეგმილი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.