საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილეებს სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა. ასევე იმყოფებოდა დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, სადაც შტატების ვაჭრობის მდივანს ესაუბრა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჰოვარდ ლუტკინთან, კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება, საქართველოსთან დაკავშირებით, შტატების ახალი ადმინისტრაციის ბუნდოვანი პოზიციის გამო – მარიკა შალიკაშვილი ნიუ-იორკიდან.