გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. ხვალ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური დებატები დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება. 25 სექტემბერს სიტყვით წარდგება მიხეილ ყაველაშვილიც.
გაერო-ს გენერალური შტაბის ტრიბუნიდან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მსოფლიოს მიმართავენ. საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, ნიუ იორკში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ. მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.