საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მიხეილ ყაველაშვილი გენერალურ დებატებზეც წარდგება, რომელიც ოფიციალურად ხვალ გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისი სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია 25 სექტემბერს. გაერო-ს გენერალური შტაბის ტრიბუნიდან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მსოფლიოს მიმართავენ.
მიხეილ ყაველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, ნიუ იორკში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით, დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. აშშ-ში გაემგზავრა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.