საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც დონალდ და მელანია ტრამპების სახელით ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, შტატებში საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.

მარიკა შალიკაშვილი ნიუ იორკიდან.