საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

12:01, 21.09.2025

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც დონალდ და მელანია ტრამპების სახელით ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

მსგავსი