საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი

ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა.

რა როლი აქვს ოფიციალურ ვარშავას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და რა მიმართულებით არის ახლა საჭირო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება,- ეს იყო ვარშავის უნივერსიტეტში დიასპორასთან და სტუდენტებთან საუბრის მთავარი თემა, რა დროსაც პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო კურსზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება. მანამდე კი ანალოგიური თემები სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრემიერთან განიხილა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში პოლონეთის წელი გამოცხადდება.