მსოფლიო ყურადღების ცენტრში რჩება ვატიკანიც, სადაც ინაუგურაციის შემდეგ რომის ახალი პაპი სტუმრებს იღებს.
ცოტა ხნის წინ კათოლიკური სამყაროს ახალი წინამძღოლი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო წმინდა საყდართან ისტორიული ურთიერთობები და თანამშრომლობის გარღმავება, რასაც მიხეილ ყაველაშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი. მშვიდობა და ადამიანის უფლებები – ეს იყო რომის პაპის გზავნილი. პონტიფიკოსს საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა და ლეო მე-14 საქართველოში მოიწვია.
რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად კონკლავმა ამერიკელი კარდინალი, 69 წლის რობერტ ფრანცის პრევოსტი, პაპობაში ლეო მე-14, 8 მაისს აირჩია. წმინდა პეტრეს მოედანზე პონტიფიკოსის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ათეულობით სახელმწიფო მეთაური, ლიდერი და საერთაშორისო დელეგაცია დაესწრო.