საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გაიმართება საზეიმო ცერემონია დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად, რა დროსაც პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს მიმართავს.

დატოვე კომენტარი