საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი დღეს ოსვენციმში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთი გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავს ეძღვნება. ასევე გაიმართება გრიგოლ ფერაძის სახელობის საფოსტო მარკის პრეზენტაციაც. სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტი გუშინ მის პოლონელ კოლეგასთან, შეხვედრით დაიწყო. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე ისაუბრეს. ასევე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოს ევროინტეგრაცია.