საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი მილანში 

21:35, 05.02.2026

საქართველოს პრეზიდენტი მილანში ჩავიდა.

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას უნდა დაესწროს. ოლიმპიადა მილანის „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე ხვალ გაიხსნება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი. პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდა. დაგეგმილია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე სახელმწიფო მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამზე დასწრებაც. მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართულ ვახშამსაც დაესწრება.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

 

მსგავსი