შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წერს: „ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას – ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენ გვერდითაა“, – წერს ყაველაშვილი.
ტრაგედიას სოციალურ ქსელ „იქსზე“ ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ახალი წლის ღამეს კრანს-მონტანაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ყველა დაშავებულს. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხთანაა“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.