პრეზიდენტის სამძიმარი თურქ კოლეგას
თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა. მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“,- აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი. განცხადებას ავრცელებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინიტრაციაც: „პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ქართველ კოლეგას მიმდინარე სამუშაოებში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.” – ნათქვამია განცხადებაში.