საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება. მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკ კოლეგას და ქვეყნის ვიცე-პრემიერს უნდა შეხვდეს.
ცხრა წლის შემდეგ ეს არის საქართველოდან პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტი ბრატისლავაში. ოფიციალურ თბილისს სლოვაკეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თვენახევრის წინ ბრატისლავას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სტუმრობდა, რა დროსაც მისმა სლოვაკმა კოლეგამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და თბილისში პრემიერ რობერტ ფიცოს და პარლამენტის თავმჯდომარის ჩამოსვლაც დააანონსა. სწორედ სლოვაკეთმა დააყენა ეუთო-ში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი. ოფიციალური ბრატისლავა ასევე მომხრეა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგი გაიმართოს და კომუნიკაცია გაგრძელდეს.