საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში 

21:18, 17.12.2025

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ჩავიდა.

ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება. მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება. დაგეგმილია აუდიენცია ეროვნული კრების თავმჯდომარესთანაც. დღის წესრიგშია პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხის განხილვა. თანმხლებ დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრიც. მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პირველ პირს ერთხელ უკვე შეხვდა – ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა სამი თვის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე მიუთითებდა.

მსგავსი