საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში

საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. გაიმართა სხვადასხვა შეხვედრები, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობას. მიხეილ ყაველაშვილს ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის რეზიდენციაში პირადად უმასპინძლა სერბმა კოლეგამ. ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მიღებულია რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება და ინიციატივა. ახლო მომავალში საქართველოში სერბეთის საელჩო, ხოლო სერბეთში – საქართველოს სრულფასოვანი საელჩო გაიხსნება. განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. გუშინდელი პოლიტიკური შეხვედრებით დატვირთული დღის შემდეგ, დღეს მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ მუზეუმს ეწვია. ასევე, სერბეთის ფინანსთა მინისტრმა მას დაათვალიერებინა „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებული ეკონომიკური პროექტი. დღის მეორე ნახევარში ქართული დელეგაცია მედიისთვის შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებს.