საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში
სერბეთი საქართველოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარდაჭერის პირობას აძლევს. დღეს ბელგრადში ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაც დაანონსდა. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც სერბეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული კრების თავმჯდომარესთან – ყველა აუდიენციაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. გეგმაშია თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნა. მხარეები თანხმდებიან, რომ ორივე ქვეყანა დღეს საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევების წინაშე დგას. გამოსვლაში მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ამჯერად ბელგრადიდან ბრიუსელს უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტზე მიუთითა. თავის მხრივ სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებს გაუსვა ხაზი. ალექსანდრ ვუჩიჩმა იმ სარგებელზეც მიუთითა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ორ ქვეყანას მოუტანს.