საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით სალომე ზურაბიშვილმა კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერს მიმართა. მიმართვისას პრეზიდენტმა ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა შვედეთის პრემიერს და ასევე აღნიშნა, რომ ირლანდია საქართველოს მუდმივად უჭერს მხარს. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა.