მიხეილ ყაველაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში რუსეთთან კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, ხელისუფლების რუსეთის მთავრობასთან რაიმე სახის კავშირს. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობა დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მოქალაქეებთან ერთად გააგრძელებს თანაცხოვრებას.