საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება პრეზიდენტის შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მომუშავე საერთაშორისო მედია საშუალებების წარმომადგენლებს ხვდება. როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია შექმნილ მძიმე ვითარებაში და იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად, შეაჩერებს თუ არა დასავლეთის მძიმე სანქციები რუსეთს და უნდა შეუერთდეს თუ არა ამ სანქციებს საქართველო, – ეს იყო საუბრის ძირითადი თემები. საჭიროა სოლიდარობა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია, – ასეთია პრეზიდენტის პოზიცია.