საქართველოს პრეზიდენტის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი წერს: „ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის არ გაუქმების გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.“- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გააზიარა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის მაგალითი უწოდა. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც აფხაზეთის ე.წ. მოსამართლეებმა მიიღეს და ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირეს.