საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არ არის სპონტანური მიმართვა ევროკავშირის მიმართ, არამედ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, თუ რა პრობლემის წინაშეა ამერიკის დღევანდელი შეხედულებით ევროკავშირი.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა. მისივე განცხადებით, აგენტურა და რადიკალური ფრთა, რომელიც კონკრეტული ბიუროკრატიით იმართება, სასაცილო მდგომარეობაშია.