საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი უკრაინასა და იქ განვითარებულ პროცესებზე გაამახვილა. საკითხზე მან მესტიაში ისაუბრა, სადაც ტაძრის საგანძურის მცველებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა.