საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

„არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებთან, გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან, დადებითი შეფასებები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ აუდიენცია ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

 

დატოვე კომენტარი