საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

„საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავის პარტნიორებს, ისინი აგრძელებენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას. განცხადებას სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გუშინ, 12 იანვარს გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „ნატო-რუსეთის საბჭოზე, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და თითოეული ქვეყნის უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი გზა“. ასევე, რუსეთს მოუწოდეს პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება.