საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

12:02, 17.02.2026

რამდენიმე წუთში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ ყაველაშვილისგან საინტერესო გამოსვლას ელოდება. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ყაველაშვილი ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი არ არის, შესაბამისად, მისი გამოსვლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ ფრაქციების თავმჯდომარეები, შემდეგ კი – პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი