საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

21:12, 25.09.2025

მიმართვა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას გაერო-ს ტრიბუნიდან და დიალოგის შეთავაზება საერთაშორისო პარტნიორებს – ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებს მიმართა.

განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ეროვნულ იდენტობაზე და მშვიდობაზე გაკეთდა. გამოსვლაში აქცენტირებული იყო გლობალური გამოწვევები, უკრაინის ომის შედეგები და საქართველოს რეგიონული როლი. ამერიკასთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან კონსტრუქციული ურთიერთობის განვითარება მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნის ამოცანად გამოაცხადა, თუმცა იქვე იყო ხაზგასმა სამართლიან დამოკიდებულებაზე, ახსენა შანტაჟი და ულტიმატუმებიც. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციაზე, დასახელდა ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებიც ქვეყანაში სწორედ ამ მარშრუტის განსავითარებლად ხორციელდება. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წელს საქართველოს არა პრემიერი, არამედ პრეზიდენტი წარადგენს. ასამბლეის სესია საქართველო-ამერიკის ურთიერთობის რთულ ეტაპს ემთხვევა – ოფიციალური თბილისი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვის მოლოდინშია.

მსგავსი