საქართველოს პრეზიდენტი ზეთისხილის რთველში 

21:52, 26.10.2026

საქართველოს პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად კახეთში ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პრეზიდენტმა კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“, ბაღები და საწარმო დაათვალიერა და პროდუქციის მოყვანის და ზეთის წარმოების პროცესს გაეცნო. პრეზიდენტმა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა-განვითარებაზე და ზეთისხილის წარმოების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა, აქცენტი გაკეთდა პროდუქციის ხარისხის განვითარების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის გატანის მნიშვნელობაზე.

მსგავსი