საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს ხვდება

15:06, 21.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს ხვდება. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ქართველ გმირებზეც. გიორგი მარგველაშვილი ახლა სტუდენტების კითხვებს პასუხობს.

მსგავსი