საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სომხეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშოტ სამბატიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივის შესახებ. მხარეებმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.