საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ხვალ სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. ამასთან, სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან, ასევე გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან და გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან. ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოლაპარაკებებს გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობა იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებშიც, სადაც ზურაბიშვილი ლექციას წაიკითხავს. საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.