საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის მიზანი, ქართველის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან.

პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება. გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი 16 მარტს დასრულდება.