საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების კომისიის წევრებს შეხვდა

16:00, 10.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების კომისიის წევრებს შეხვდა და კონკურსში მონაწილეთა აქტივობა შეაჯამა. საუბარია შოთა რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიებისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიებზე, რომელში ჩართვაც მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს შეუძლიათ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, აქამდე სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ვერ ხერხდებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ხელოვანების მიღწევების გამოვლენა.

მიღებული ნაშრომები ამ დრომდე  მუშავდება. კომისია გამარჯვებულს მოგვიანებით გამოავლენს.

მსგავსი