საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ნიკოლაი ვუცინმა გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის პარლამენტის უმაღლესი ჯილდოთი, პერიკლეს მედლით დააჯილდოვა. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა მედიისთვის კომენტარებიც გააკეთეს.

პრეზიდენტმა საბერძნეთის ხელისუფლებას ევროინტეგრაციის საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.