საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე

80 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდან და გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80-ე სესია – დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერების თავშეყრის ადგილია.

მიმდინარე კონფლიქტების გათვალისწინებით, საიუბილეო სესიის მთავარი თემა მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაა. ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში, უკვე გაიმართა ორგანიზაციის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.

„მოამბე“ ნიუ-იორკიდან – საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მარიკა შალიკაშვილი აშუქებს.