ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულებულია. მიხეილ ყაველაშვილმა და მთავრობის წევრებმა გამომგზავრებამდე ვიზიტი შეაჯამეს. პრეზიდენტის განცხადებით, მას დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ჰქონდა შესაძლებლობა, ამერიკის პრეზიდენტისთვის გაეჟღერებინა მთავარი გზავნილი, რომ საქართველოს სურს ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება. გარდა ამისა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.
ვიზიტის დეტალებით მარიკა შალიკაშვილი გვიერთდება.