საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

15:11, 23.09.2025

გენერალური დებატები გაერო-ს ასამბლეაზე დღეს გაიხსნება. ნიუ იორკში 193 ქვეყნის მსოფლიო ლიდერთან ერთად, გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები დაესწრებიან. გაერო-ს შტაბ-ბინის მთავარ ტრიბუნას დღეს 4 ქვეყნის ლიდერი დაიკავებს. სესიის წლევანდელი პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, პირველი გამომსვლელი ტრადიციულად, ბრაზილიის პრეზიდენტი იქნება. დებატების პირველ დღეს მსოფლიო ლიდერებს მიმართავს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. ასევე, ინდონეზიის და თურქეთის რესპუბლიკების პრეზიდენტები. დღესვე საღამოს ჩანიშნულია დონალდ და მელანია ტრამპების სახელით საზეიმო მიღება, რომელსაც სხვა ლიდერებთან ერთად, მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება.

მსგავსი