საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოში

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს რუსულ აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე გააკეთებს. პრეზიდენტი საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, იგეგმება  ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც პრეზიდენტი დამსწრეებს სიტყვით მიმართავს. დღის ბოლოს კი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართება.