საქართველოს პრეზიდენტი დოჰაში
საქართველოს პრეზიდენტი კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა მას პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალება და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.
მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას.