საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელს ეწვევა

დღეს ბრიუსელში გაემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არაერთ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. სალომე ზურაბიშვილი ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინს შეხვდება.

პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.