საქართველოს პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, შეხვდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს სატრანზიტო როლს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში და საერთაშორისო დონეზე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაესვა სტაბილურობისა და მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.