საქართველოს პრემიერის ვიზიტი უნგრეთში

18:08, 27.10.2022

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელება მთავარი საკითხები იყო ბუდაპეშტში უნგრეთის მაღალი თანამდებობის პირებთან ქართული დელეგაციის შეხვედრებისას. ქართული დელეგაციის შეფასებით ეს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ერთობლივ პროექტებს და უნგრული მხარის პოზიციას, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.

მსგავსი