საქართველოს პრემიერის ვიზიტი სომხეთში  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ენერგეტიკა და საგზაო ინფრასტრუქტურა. პირისპირ საუბრის შემდეგ გაიმართა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც.