საქართველოს პრემიერის ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერთან შესახვედრად ემზადება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ბერლინშია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნისთვის ხვალინდელი აუდიენცია განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი წევრის პოზიციას ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს დიდი მნიშვნელობა ექნება. სწორედ ევროპულ პერსპექტივას და ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესს დაეთმობა ღარიბაშვილის და შოლცის შეხვედრა, დღის წესრიგშია უსაფრთხოების საკითხის განხილვაც. ოფიციალური თბილისი ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, ხვალ გერმანიის დედაქალაქიდან ევროინტეგრაციის გზაზე მხარდამჭერ გზავნილებს ელოდება, კრიტიკული შეფასებების მოლოდინშია ოპოზიცია. ბოლო შეხვედრა გერმანიის კანცლერსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის თებერვალში გაიმართა.