საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამუშაო ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ მინისტრს ლი ციანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ. გაფორმდა მემორანდუმები – სოფლის მეურნეობის, საავიაციო და სხვა მიმართულებებით. მიზანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა. ირაკლი კობახიძე ჩინეთში, პრემიერ-მინისტრის მიწვევით იმყოფება, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.