საქართველოს პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

აშშ-ში საქართველოს პრემიერის ვიზიტი იწყება – ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე ის ასამბლეის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. მასთან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფებიან საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მარიკა შალიკაშვილი ნიუ იორკიდან.