საქართველოს პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა უკვე გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიუ გუტერეშსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. განიხილეს რეგიონში შემქნილი უსაფრთხოების გარემო.ასევე მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტზე, სადაც განათლების კუთხით საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.